2026 წლის მეორადი ჩარიცხვების ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აბიტურიენტებს ორ საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს:
1. პოლიტიკის მეცნიერებები - #1530105
https://gipa.ge/geo/program/show/politikis-metsnierebebi
2. ციფრული მედია და კომუნიკაცია - #1530111
https://gipa.ge/…/progr…/show/tsifruli-media-da-komunikatsia
მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 14-დან 18 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება.
მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა, ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა.
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული იქნება განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, რომელიც 11 სექტემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება - https://naec.ge
GIPA გისურვებთ წარმატებებს!
