• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამები 2027 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

    24 აგვისტო, 2026

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს 2027 წლის გაზაფხულის სემესტრის ერაზმუს+ პროგრამებზე.

    უნივესრიტეტების, სასწავლო საფეხურების/სასწავლო მიმართულებების და ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

    განაცხადის შემოტანა შესაძლებელია არაუმეტეს 3 უნივერსიტეტზე:

     

    იხილეთ სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)

     

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA არანაკლებ 2.5-ისა); 

    ERASMUS + - ის გაცვლით პროგრამაში სტუდენტთა შერჩევის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აქტიური სტატუსის მქონე:

     

    • ბაკალავრიატის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი საგანანმანათლებლო პროგრამის I-II სემესტრით გათვალისწინებული საგნები და დაგროვილი აქვთ შესაბამისი კრედიტები;
    • მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი საგანანმანათლებლო პროგრამის I სემესტრით გათვალისწინებული საგნები და დაგროვილი აქვთ შესაბამისი კრედიტები;

     

    ERASMUS + - ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

    • იმ სტუდენტებს, რომლებსაც ერიცხებათ ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტის მიმართ;
    • იმ სტუდენტებს, ვის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური სახდელი და დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან არ არის გასული 1 (ერთი) წელი, ან დისციპლინური სახდელი არ არის ვადაზე ადრე მოხსნილი.
    • იმ სტუდენტებს, რომლებსაც ანალოგიურ საფეხურზე სწავლის პერიოდში უკვე მიღებული აქვთ ERASMUS + - ის გრანტი;

     

    ERASMUS + - ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

    • პასპორტის ასლი;
    • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი N1-ის შესაბამისად);
    • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS - 6.0;  TOEFL - 78) ან სხვა შესაბამისად აღიარებული B2 დონის სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარმოდგენისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომელთაც უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვთ ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი კურსი და მიღებული აქვთ დადებითი შეფასება;
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით);
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
    • კოორდინატორის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომელიც ასახავს სტუდენტის ჩართულობას ექსტრაკურიკულურ აქტივობებში.

    საკონკურსო კომისიის მიერ ERASMUS + - ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში სტუდენტების შერჩევის დროს მხედველობაში მიიღება:

    • სტუდენტის აკადემიური მოსწრება;
    • ინგლისურენოვანი საგნების არჩევის გამოცდილება და შესაბამისი შეფასება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს არადამაკმაყოფილებელი (F) შეფასება;
    • სტუდენტის ინგლისური ენის ცოდნის დონე;
    • უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს მისი კანდიდატურის განხილვამდე უნივერსიტეტში ანალოგიურ საფეხურზე სწავლის პერიოდში გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში, მათ შორის ERASMUS + - ის გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა;
    • სტუდენტის მოტივაცია, რომელსაც საკონკურსო კომისია ამოწმებს კანდიდატთან გასაუბრების დროს;
    • სტუდენტის მიერ ექსტრაკურიკულურ აქტივობებში მონაწილეობას კომისია ამოწმებს კანდიდატთან გასაუბრებისა და პროგრამის კოორდინატორის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე; 

     

    კრედიტების აღიარება: მასპინძელ უნივერსიტეტში აღებული კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში. საგნების არჩევა შესაძლებელია მხოლოდ თანაბარი საფეხურიდან, ბაკალავრიატის სტუდენტებმა უნდა შეარჩიონ საგნები საბაკალავრო საფეხურიდან, ხოლო მაგისტრატურის სტუდენტებმა, მაგისტრატურის საფეხურიდან.

    შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მასპინძელ უნივერსიტეტში სასურველი საგნების შესარჩევად სტუდენტებმა წინასწარი კონსულტაცია უნდა გაიარონ GIPA-ს შესაბამისი პროგრამის კოორდინატორთან ან/და ხელმძღვანელთან.

     

    სწავლის საფასური:

    მასპინძელ უნივერსიტეტთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, 2027 წლის გაზაფხულის სემესტრში GIPA-ს სტუდენტებს არ მოუწევთ  უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდათუმცა, ERASMUS + - ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის განმავლობაში სტუდენტი არ თავისუფლდება ჯიპა-ში შესაბამისი სემესტრის გათვალისწინებული სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.

     

    სტიპენდია მოიცავს: 
    ყოველთვიური სტიპენდია 800-დან 900 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნორმით.

    შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

    შენიშვნა: გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლის შემთხვევაში, სტუდენტებმა უნდა დაფარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ბიბლიოთეკით სარგებლობის    საფასური, ე.წ. „semester fee”, რომელსაც მასპინძელ უნივერსიტეტში იხდის ყველა სტუდენტი (როგორც გერმანელი, ისე საერთაშორისო) და რომლის ღირებულებაც  შეადგენს დაახლოებით 220-270 ევროს.

    გარდა ამისა, თუ ვიზის მისაღებად საჭიროა სხვა ქვეყანაში გამგზავრება ან ფოსტით საბუთების გაგზავნა/ჩამოტანა,  ხარჯების დაფარვა უნდა მოხდეს სტუდენტების მიერ.

    შენიშვნა: ერაზმუს+ ძირითადი სტიპენდიის გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, დამატებით განსაზღვრულია ყოველთვიურად 250 ევროს ოდენობის დახმარება შემდეგი კატეგორიის პირთათვის:

    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ);
    • ქრონიკული დაავადების მქონე პირი; (როდესაც დაავადება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან საზღვარგარეთ ყოფნისას);
    • სტუდენტი, რომელსაც საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში თან უნდა ახლდეს ბავშვი;
    • სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტი;

    ამ შემთხვევაში, სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სტატუსის/ვითარების დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი ინგლისურ ენაზე, ან/და ქართულიდან ინგლისურზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (სკანირებული  PDF   ვერსია);

     

    დაინტერესებულმა სტუდენტებმა / 4 სექტემბრის 17:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი  შემდეგ ელ-ფოსტაზე: v.tonakanyan@gipa.ge

    არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11