• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ში სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია 10 აგვისტოს იწყება

    03 აგვისტო, 2026

    GIPA აცხადებს 2026–2027 სასწავლო წელს რვა სამაგისტრო პროგრამაზე აცხადებს მიღებას. კერძოდ: საერთაშორისო ურთიერთობები, საზოგადოებრივი ურთიერთობები, მულდიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი, საჯარო მმართველობა, ადგილობრივი მმართველობა, გარემოს დაცვის მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება და გამოყენებითი ფსიქოლოგია.

    რეგისტრაცია 10 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია ელექტრონულად მიმდინარეობს. კანდიდატებს შეუძლიათ მათთვის სასურველ დროს შეავსონ განაცხადი და სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული თარიღებიდან აირჩიონ მიმღებ კომისიასთან გასაუბრების სასურველი დრო.

    სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდები.

    სარეგისტრაციო ფორმა: https://university-gipa.info/REGISTER-NOW-MA

    რეგისტრაციის ბოლო ვადა: 7 სექტემბერი