აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რებრენდინგი

15 ოქტომბერი, 2015

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, 12 ოქტომბერს, გაიმართა მუზეუმის დაკვეთით განხორციელებული რებრენდინგის პროექტების პრეზენტაცია.

პროექტების ძირითადი მიზანია აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის  რებრენდინგი და საკომუნიკაციო სტატეგიის შემუშავება მუზეუმის ცნობადობის ამაღლებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტების ნაკადის მოსაზიდად. პროექტი განხორციელებულია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა)  ტრენინგების ცენტრის კურსდამთავრებულთა მიერ.

“დიდი ინტერესით ველოდები ამ დღეს, რომ გავიზიარო ახალგაზრდა პროფესიონალების ხედვა და იმედი მაქვს, რომ ამ მუზეუმის ახალ სიცოცხლეს ჯიპას სტუდენტები დაუდებენ საფუძველს“ - აღნიშნა მუზეუმის დირექტორმა, ნინო კუპრავამ.

5 ოქტომბერს „თბილისის განვითარების ფონდმა“ მუზეუმის ისტორიული შენობის გადასარჩენად, ხელი მოაწერა შენობის სრული რესტავრაციის და რეაბილიტაციის პროექტს. შესაბამისად, მუზეუმის რებრენდინგის პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განახლებულ მუზეუმს  თანამედროვე საკომუნიკაციო სტრატეგია ჭირდება. 

 

<object width="650" height="488"> <param name="flashvars" value="offsite=true&lang=en-us&page_show_url=%2Fphotos%2Fgipacsjmm%2Fsets%2F72157657553385413%2Fshow%2F&page_show_back_url=%2Fphotos%2Fgipacsjmm%2Fsets%2F72157657553385413%2F&set_id=72157657553385413&jump_to="></param> <param name="movie" value="https://www.flickr.com/apps/slideshow/show.swf?v=261948265"></param> <param name="allowFullScreen" value="true"></param><embed type="application/x-shockwave-flash" src="https://www.flickr.com/apps/slideshow/show.swf?v=261948265" allowFullScreen="true" flashvars="offsite=true&lang=en-us&page_show_url=%2Fphotos%2Fgipacsjmm%2Fsets%2F72157657553385413%2Fshow%2F&page_show_back_url=%2Fphotos%2Fgipacsjmm%2Fsets%2F72157657553385413%2F&set_id=72157657553385413&jump_to=" width="650" height="488"></embed></object>