ევროპის არტ-დირექტორთა კლუბმა (ADCE) Student Awards-ის მესამე გამოშვების ჟიური წარადგინა. კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრებს 18 ევროპული ქვეყნიდან 40-ზე მეტი კრეატიული პროფესიონალი, აკადემიური პროფესორები და დიზაინის ექსპერტი შეაფასებს, რაც კონკურსის ისტორიაში ქვეყნების წარმომადგენლობის რეკორდული მაჩვენებელია.
ჟიურის რომის საპიენცას უნივერსიტეტის სრული პროფესორი, არქიტექტორი, PhD და Cumulus Association-ის პრეზიდენტი ლორენცო იმბეზი უხელმძღვანელებს.
ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჟიურის შემადგენლობაში GIPA-ს ასოცირებული პროფესორი, ვიზუალური კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი ნინო ლიპარტელიანი დასახელდა.
ჟიური ნამუშევრებს 14 კატეგორიაში განიხილავს და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს გამარჯვებულებს, ასევე, კონკურსის მთავარ ჯილდოს - YoungStar Award-ის მფლობელს გამოავლენს.
ADCE Student Awards 2024 წელს დაარსდა და უკვე იქცა ევროპის ერთ-ერთ წამყვან კონკურსად, რომელიც ახალგაზრდა კრეატიული ტალანტების აღმოჩენასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას ემსახურება.
ნამუშევრების მიღება 2026 წლის 14 აგვისტომდე გრძელდება. გამარჯვებულები გამოცხადდებიან ნოემბერში, ბარსელონაში, ADCE Creative Week-ის ფარგლებში გამართულ ADCE Student Awards Gala-ზე.
