გამართულ საერთაშორისო კვირეულზე GIPA-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ნიკა ჩაჩუა, კატო უზნაძე და ანა კურდღელია, კრეათონის საერთაშორისო პროექტის თანაორგანიზატორთან, მენტორთან და GIPA-ს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ლექტორ მაკა დაუშვილთან, ასევე, პროგრამის კოორდინატორ ქეთი გელაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ ლეიდენის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში (Leiden University of Applied Sciences) გამართულ Exchange4All Dialogue Week-ში, რომელიც Erasmus+ KA171 პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
სტუდენტები კრეათონის ფარგლებში სამი ონლაინ სესიის განმავლობაში საერთაშორისო გუნდებში თანამშრომლობდნენ და თემაზე „Truth in the Age of AI“ ინოვაციურ იდეებსა და ვლოგებს ქმნიდნენ. პროექტი განხორციელდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, რომელმაც ხელოვნური ინტელექტისა და დეზინფორმაციის თემა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ გამოწვევად მიიჩნია.
თითოეული გუნდის ნამუშევარი დამოუკიდებლად შეაფასა შემთხვევითი პრინციპით შერჩეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა და მენტორებმა, რის შედეგადაც GIPA-ს გუნდი გამარჯვებული გახდა და ნიდერლანდებში გამართულ საერთაშორისო Dialogue Week-ში მონაწილეობის შესაძლებლობა მოიპოვა.
„Rethinking International Internships“ თემის ფარგლებში მონაწილეებმა საერთაშორისო პარტნიორებთან, აკადემიური სფეროს, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავეს ონლაინ სტაჟირების, ციფრული თანამშრომლობის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების, მენტორობისა და შეფასების თანამედროვე მიდგომების განვითარებაზე.
აღსანიშნავია, რომ მსგავს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა GIPA-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობაა.
