GIPA საერთაშორისო რეფერირებადი ინგლისურენოვანი ჟურნალის Journal of Politics and Democratization (JPD) ახალი, მე-5 ნომერი გამოქვეყნდა.
Journal of Politics and Democratization (JPD) წარმოადგენს საერთაშორისო რეფერირებად აკადემიურ გამოცემას, რომელიც პოლიტიკის მეცნიერების, დემოკრატიზაციის, კარგი მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო პოლიტიკის, ეკონომიკისა და სამართლის სფეროების თანამედროვე კვლევებს აერთიანებს. ჟურნალი GIPA-სა და Troy University-ის (აშშ) თანამშრომლობით გამოიცემა და საერთაშორისო აკადემიური დისკუსიისა და მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების განვითარებას უწყობს ხელს.
2024 წლიდან Journal of Politics and Democratization ინდექსირებულია ERIH PLUS (European Reference Index for the Humanities and Social Sciences) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჟურნალის აკადემიურ ხარისხსა და საერთაშორისო აღიარებას.
ჟურნალის მე-5 ნომერი და სრული არქივი ხელმისაწვდომია GIPA-ს ელექტრონულ რესურსებზე
