GIPA-ს რექტორმა, პროფესორმა მაკა იოსელიანმა საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს უმასპინძლა. შეხვედრაზე რექტორმა თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში GIPA-ს მისიაზე გაამახვილა ყურადღება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო GIPA-სა და საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. მხარეებმა იმსჯელეს ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების, ასევე, ახალი პარტნიორული ინიციატივების განვითარების შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს ინტერესი და მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას უმაღლესი განათლების, კვლევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით.
გაცნობითი შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო GIPA-ს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებისა და ფრანგ აკადემიურ და კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავების გზაზე.
