ზაფხულის სკოლის პერიოდი: 22 ივნისი- 3 ივლისი, 2026
რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 22 ივნისი, 2026
სარეგისტრაციო ბმული: https://university-gipa.info/SUMMER-SCHOOL-REG
ლოკაცია: ქ. თბილისი, GIPA (რუსტავის გზატკეცილი 22ა)
სამიზნე ასაკი: 14-17წლის მოზარდები (IX-XII კლასის მოსწავლეები)
მონაწილეთა რაოდენობა: მაქსიმუმ 30 მონაწილე
ბანაკის ღირებულება: 200 ლარი
22 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) IX–XII კლასების მოსწავლეებს უმასპინძლებს საზაფხულო სკოლაში, რომელიც ახალგაზრდებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, პრაქტიკულ და შემეცნებით შესაძლებლობებს სთავაზობს.
პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, მედიისა და კომუნიკაციის, ასევე, ფსიქოლოგიის პროფესიებს. საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთვებიან სასამართლო იმიტირებული კეისების განხილვაში, NATO-ს მოდელირების აქტივობებში, მედიისა და კომუნიკაციის პრაქტიკულ ვორქშოფებსა და ქცევითი ფსიქოლოგიის თემატურ შეხვედრებში.
პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია ინგლისური ენის ინტენსიური კურსი, რომლის მიზანი ინგლისურ ენაზე მონაწილეთა საკომუნიკაციო უნარების გაძლიერებაა.
საგანმანათლებლო მოდულებთან ერთად, საზაფხულო სკოლა მოიცავს პრეზენტაციის უნარების განვითარების სესიებს, სპორტულ აქტივობებს, ინტელექტუალურ თამაშებს, კინოჩვენებებსა და დისკუსიებს, რაც მონაწილეებს არაფორმალურ გარემოში სწავლისა და ურთიერთობის შესაძლებლობას მისცემს.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ორ სერტიფიკატს: ინგლისური ენაზე საჯარო გამოსვლების კურსისა და GIPA-ს საზაფხულო სკოლის სერტიფიკატებს.
GIPA-ს საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის პროფესიული ინტერესების აღმოჩენას, ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას, ასევე, მომავალი აკადემიური და კარიერული არჩევანის მხარდაჭერას.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაციის ბმული: https://university-gipa.info/SUMMER-SCHOOL-REG
