25-26 ივნისს GIPA საერთაშორისო ქცევითი საჯარო პოლიტიკის სამეცნიერო ვორქშოფს უმასპინძლებს. GIPA-ს მმართველობის სკოლის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ვორქშოფზე ქცევითი საჯარო პოლიტიკის აქტუალური საკითხები და ამ სფეროში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება განიხილება. ორდღიანი ღონისძიება რეგიონიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს გააერთიანებს. ვორქშოფი 6 თემატურ სესიას მოიცავს და ქცევითი საჯარო პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევებსა და პრაქტიკას დაეთმობა.
მსგავსი სამეცნიერო ვორქშოფი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პირველად ტარდება. ღონისძიება ქცევითი საჯარო პოლიტიკის საერთაშორისო ასოციაციის (International Behavioural Public Policy Association – IBPPA) და ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის (London School of Economics and Political Science – LSE) მხარდაჭერით იმართება.
ვორქშოფის სამუშაო ენა ინგლისურია. ღონისძიება გაიმართება GIPA-ში: რუსთავის გზატკეცილი N22ა.
დეტალური ინფორმაციისათვის გაეცანით: საერთაშორისო ქცევითი საჯარო პოლიტიკის სამეცნიერო ვორქშოფის დღის წესრიგს და საინფორმაციო ბროშურას.
