GIPA-ს ენათა ცენტრს, ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ჩეხეთის მასარიკის უნივერსიტეტის ენათა ცენტრის პროფესორი მარტინა შინდელაროვა ეწვია. ვიზიტის ფაგლებში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა შემდეგ თემებზე: სცენარზე დაფუძნებული სწავლება, მედიაცია და პლურილინგვური კომპეტენციები, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დიზაინსა და აკადემიური უნარების სემინარებში.
პროფესორი შინდელაროვა, ასევე, შეხვდა GIPA-ს საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელს და ენათა ცენტრის ხელმძღვანელს. შეხვედრაზე მასარიკის უნივერსიტეტის და უნივერისტეტის ენათა ცენტრს შორის სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
