• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს სტუდენტებმა საერთაშორისო პროექტში „უხილავი ქალაქები“ (Invisible Cities) მიიღეს მონაწილეობა

    13 მაისი, 2026

    GIPA-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებმა ნინი მატუამ და ტასო ტყაბლაძემ ლექტორთან თაკო ნაჭყებიასთან ერთად ზაგრებში (ხორვატია) გამართულ მოკლევადიან  საერთაშორისო სტუდენტურ პროექტში „უხილავი ქალაქები“ (Invisible Cities) მიიღეს მონაწილეობა.

    აღნიშნული პროექტი ევროპის პარტნიორი უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს აერთიანებს. ეს არის  უნიკალური შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რომლის ფარგლებშიც ისინი მოწყვლადი ჯგუფების თემატიკაზე,  ევროპული უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად, გუნდურად მუშაობენ. პროექტის ფარგლებში სტუდენტები ქმნიან მულტიმედიურ ვიდეო-ისტორიებს, ფილმებს, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, ეუფლებიან საინტერესო და მრავალფეროვანი თემების გაშუქების თანამედროვე მიდგომებს, ამყარებენ პროფესიულ კავშირებს და ავითარებენ გაშუქებისა და ამბის თხრობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

    პროექტი „უხილავი ქალაქები“ (Invisible Cities) ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. ის ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიულ ზრდას, ინდივიდუალური შემოქმედებითი  და გუნდური მუშაობის, ამბის თხრობის და ვიზულური კომუნიკაციის უნარების განვითარებას და საერთაშორისო თანამშრომლობასა და ჟურნალისტიკის სფეროში ახალი ხედვების ჩამოყალიბებას.

    პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტები არიან:
    AP – Artesis Plantijn Hogeschool Antwerpen, ანტვერპენი
    Ba-Bo – Babeș-Bolyai University, კლუჟ-ნაპოკა
    CHE – Christelijke Hogeschool Ede, ედე
    AUTH – Aristotle University of Thessaloniki, თესალონიკი
    University of Zagreb, ზაგრები
    Georgian Institute of Public Affairs (GIPA), თბილისი
    The University of Georgia, თბილისი
    Haaga-Helia University of Applied Sciences, ჰელსინკი