• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს საზაფხულო ბანაკი - More than a Summer Camp

    11 მაისი, 2026

    ბანაკის პერიოდი: 12-18 ივლისი, 2026

    რეგისტრაციის დაწყების თარიღი: 11 მაისი, 2026

    რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 6 ივნისი, 2026

    სარეგისტრაციო ბმული: GIPA Summer Camp 2026

    ლოკაცია: ბაკურიანი, GRAND NOEL BAKURIANI HOTEL

    სამიზნე ასაკი: 12-17 წლის მოზარდები

    მონაწილეთა რაოდენობა: მაქსიმუმ 40 მონაწილე

    ბანაკის ღირებულება: 1290 ლარი. (და-ძმის შემთხვევაში თითოეულ მონაწილეზე ისარგებლებთ  10%-იანი ფასდაკლებით)

    რატომ GIPA-ს ბანაკი?

    GIPA Summer Camp 2026 არის უნიკალური საგანმანათლებლო და შემოქმედებითი სივრცე მოზარდებისთვის, სადაც სწავლა, პიროვნული განვითარება და დაუვიწყარი თავგადასავლები ერთიან გამოცდილებად იქცევა.

    ბანაკი არის გამოცდილება, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში, 21-ე საუკუნის უნარების განვითარებასა და მომავალი პროფესიის გააზრებულად არჩევაში.

    პროგრამა შექმნილია მოზარდების ინტერესებსა და თანამედროვე სამყაროს საჭიროებების გათვალისწინებით და ორიენტირებულია როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ განვითარებაზე. მონაწილეები პროფესიონალებთან ერთად იმუშავებენ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა:

    • ემოციური ინტელექტი და თვითშემეცნება;
    • ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა;
    • კრიტიკული აზროვნება და მოლაპარაკებების ხელოვნება;
    • ხელოვნური ინტელექტის (AI) პრაქტიკული გამოყენება;
    • ციფრულ სამყაროში ინფორმაციის შეფასება და კრიტიკული გააზრება;
    • ლიდერობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

    ერთი დღე ბანაკში - პროგრამის ფორმატი

    GIPA Summer Camp 2026 მოიცავს 6 სამუშაო დღეს. 1 სამუშაო დღის განმავლობაში ჩატარდება 4 საგანმანათლებლო სესია (თითოეულის ხანგრძლივობა - 1 საათი). სწავლების პროცესი შერწყმულია პრაქტიკულ გამოცდილებასა და მრავალფეროვან აქტივობებთან.

    მონაწილეები ჩაერთვებიან სიმულაციურ თამაშებში, იმიტირებულ პროცესებში, სპორტულ, კულტურულ და შემოქმედებით აქტივობებში, ასევე გუნდურ გამოწვევებსა და პრაქტიკულ დავალებებში, რაც მათ მიღებული ცოდნის რეალურ უნარებად გარდაქმნაში დაეხმარება.

    ბანაკში ყოველი დღე იწყება დილის გამამხნევებელი ვარჯიშით. დღის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვებიან საგანმანათლებლო სესიებში. პროგრამა გამდიდრებულია ლაშქრობითა და სხვადასხვა აქტივობებით, რაც სწავლის პროცესს უფრო დინამიკურს და გამოცდილებაზე დაფუძნებულს ხდის.  თითოეული საბანაკე დღე სრულდება გუნდური და მრავალფეროვანი აქტივობებით მეგობრულ და უსაფრთხო გარემოში.

    ფსიქოლოგიური და ფიზიკური მხარდაჭერა

    GIPA Summer Camp 2026 განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მონაწილეების როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობას. ყოველდღიური რეჟიმი მოიცავს სპორტულ აქტივობებს, რაც ხელს უწყობს აქტიურ ცხოვრების წესსა და ჯანსაღ ფიზიკურ განვითარებას.

    ბანაკის განმავლობაში მონაწილეებთან იმუშავებს ბავშვთა ფსიქოლოგი, რომელიც ზრუნავს მონაწილეების ემოციურ კეთილდღეობაზე, თვითშემეცნებასა და ჯანსაღ კომუნიკაციაზე. ფსიქოლოგი, ერთი კვირის განმავლობაში იზრუნებს მოზარდების:

    • ფსიქო-ემოციურ მხარდაჭერაზე;
    • თვითგამოხატვისა და თვითშემეცნების ხელშეწყობაზე;
    • ჯანსაღ კომუნიკაციასა და ურთიერთობებზე;
    • გუნდურ გარემოში ადაპტაციასა და ჩართულობაზე;
    • პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე.

    რას მიიღებენ მონაწილეები?

    ბანაკის დასრულების შემდეგ მონაწილეები:

    • აღმოაჩენენ საკუთარ ინტერესებს და მიიღებენ პირველ გამოცდილებას პროფორიენტაციაში;
    • აიმაღლებენ ცნობიერებას ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე;
    • გაიუმჯობესებენ კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარებს და განივითარებენ კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას;
    • ისწავლიან AI-ისა და ციფრული ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებას;
    • პრაქტიკულად გამოცდიან პრობლემების გადაჭრის გზებს;
    • მიიღებენ გამოცდილებას გუნდურ მუშაობაში;
    • შეიძენენ ახალ მეგობრებსა და დაუვიწყარ მოგონებებს.

    ბანაკის ლიდერები

    საბანაკე პროგრამა შექმნილია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ახალგაზრდული მუშაკების (Youth workers), ფსიქოლოგებისა და GIPA-ს პრაქტიკოსი ლექტორების მიერ, რომლებიც მოზარდებზე ორიენტირებულ თანამედროვე და ინტერაქციულ სასწავლო გამოცდილებას ქმნიან.

    პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს კრეატიული, მზრუნველი და საბანაკე გამოცდილების მქონე გუნდი. ბანაკში მონაწილეებზე იზრუნებს 5 ლიდერი, რომელთაც აქვთ ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება.

    საცხოვრებელი გარემო და კვება

    ბანაკის განმავლობაში მონაწილეები განთავსდებიან სასტუმრო Grand Noel-ში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, კომფორტულ და მოზარდებზე მორგებულ გარემოს.

    ბანაკის საფასური მოიცავს სამჯერად სრულფასოვან კვებას - მრავალფეროვან და დაბალანსებულ რაციონს, ვეგეტარიანული და ვეგანური არჩევანის შესაძლებლობით.

    უსაფრთხოება და ზედამხედველობა

    ბანაკის განმავლობაში მონაწილეები იქნებიან მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ. თითოეულ ჯგუფს ჰყავს პასუხისმგებელი ლიდერი, ხოლო სასტუმროს ტერიტორიაზე დაცულია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები, მათ შორის 24/7 ვიდეომონიტორინგი და უსაფრთხოების სამსახური.

    ყველა ლიდერს გავლილი აქვს პირველადი დახმარების ტრენინგი. გუნდის მთავარი პრიორიტეტია თითოეული მონაწილის უსაფრთხოება, მხარდაჭერა, კომფორტი და პოზიტიური, მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა.

    ლოგისტიკა

    ტრანსპორტირება (თბილისი - ბაკურიანი - თბილისი)

    მონაწილეების ბაკურიანში ჩაყვანა და უკან დაბრუნება ორგანიზებულია ჯგუფურად, წინასწარ განსაზღვრულ დროსა და ადგილზე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

    კომუნიკაცია მშობლებთან

    მშობლებთან კომუნიკაცია უზრუნველყოფილია დახურული ჯგუფის (Facebook/WhatsApp) მეშვეობით, სადაც ყოველდღიურად გაიგზავნება ფოტო-ვიდეო მასალა და ინფორმაცია, ხოლო ბანაკის ლიდერები 24/7 ხელმისაწვდომნი არიან კონტაქტისთვის.

    წესები და გარემო

    ბანაკში მოქმედებს მეგობრული და უსაფრთხო გარემოს წესები, რომლებიც უზრუნველყოფს პატივისცემაზე, თანამშრომლობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ საბანაკე ურთიერთობას.

    სერტიფიკატი

    ბანაკის დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები GIPA-სგან, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მათი პიროვნული და პროფესიული განვითარების გზაზე.

    მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ

    ბანაკში მონაწილემ უნდა იქონიოს კომფორტული ყოველდღიური და სპორტული ტანსაცმელი, თბილი ტანსაცმელი - ბაკურიანის ამინდის გათვალისწინებით, სპორტული ფეხსაცმელი, კეპი, პირადი ჰიგიენის ნივთები და საჭირო ინდივიდუალური მედიკამენტები (არსებობის შემთხვევაში).

    რეგისტრაცია

    ბანაკზე რეგისტრაცია იწყება 11 მაისს და სრულდება 6 ივნისს. რეგისტრაცია გულისხმობს ონლაინ Google Forms-ის შევსებას, რის საფუძველზეც ხდება მონაწილეობის პირველადი დადასტურება.

    რეგისტრაციის შემდეგ (მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში) დაუკავშირდებიან თითოეული მონაწილის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს, რათა დეტალურად განიხილონ ბავშვის მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები.

    ბანაკის საფასურის გადახდა ხდება GIPA-ს საბანკო ანგარიშზე. თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანესს 10 ივნისისა.

    ბანკის დასახელება: თიბისი ბანკი (TBC BANK)

    საბანკო კოდი (მფო) - 222122295

    მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

    ანგარიშსწორების ანგარიში - GE84TB1100000110700419 / GEL

    გადახდის დანიშნულება: უნდა მიეთითოს - ჯიპას საზაფხულო ბანაკი, მონაწილის სახელი, გვარი და პირადი ნომერი

    კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან ელ.ფოსტაზე:

    ელ.ფოსტა: summercamp@gipa.ge

    საკონტაქტო პირები:

    598 727 184 - მარიამ კეკელიშვილი