საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა და კავკასიის მწვანე აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანი უნივერსიტეტსა და აკადემიას შორის მომავალში მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა, რაც საგანმანათლებლო სივრცისა და კერძო/საჯარო სექტორის დაახლოებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
თანამშრომლობა ერთობლივ ინიციატივებს, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე, სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას მოიცავს.
