2 აპრილს, GIPA-ში გაიმართა ღია საჯარო ლექცია თემაზე "ომების დაბრუნება საერთაშორისო ურთიერთობებში". უნივერსიტეტის პოლიტიკის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი კობერიძემ საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და მკვლევარებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე ესაუბრა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ირანში მიმდინარე ომის წინაპირობების, რეგიონული საფრთხეებისა და შესაძლო შედეგების მიმოხილვა.
GIPA-ში გლობალური პოლიტიკის შესახებ ლექციები რეგულარულად იმართება. ეს დიკუსია აღნიშნულ თემაზე საუბრის რიგით მესამე შეხვედრა იყო.
