• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • OPTIO AI და GIPA-ს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

    27 მარტი, 2026

    კომპანია ოპტიო-სა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრს შორის თანამრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    მემორანდუმის მიხედვით, პარტნიორობა სამომავლო თანამშრომლობის  გაძლიერებას და ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებას ისახავს მიზნად. შეთანხმება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რაც თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია. 

    თანამრომლობის ფარგლებაში, GIPA და ოპტიო შეიმუშავებენ ხელოვნური ინტელექტის თემატიკის სასწავლო მოდულებს, რომელიც არსებულ სასერტიფიკატო პროგრამებში იქნება ინტეგრირებული. ეს მონაწილეებს აქტუალური და პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

    ოპტიო-ს აღმასრულებელი დირექტორის, შოთა გიორგობიანის განცხადებით, ეს მემორანდუმი საქართველოში თანამედროვე განათლების განვითარებისა და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. თავის მხრივ, ხელოვნური ინტელექტის კომპონენტის გაძლიერება ხელს შეუწყობს ახალი თაობის პროფესიონალების მომზადებას,  რომლებიც მზად იქნებიან ციფრული ტრანფორმაციის გამოწვევებისათვის, - აღნიშნა შოთა გიორგობიანმა.

    GIPA-ს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული კოლაბორაცია აკადემიისა და ბიზნესის სინერგიული პროექტია და ითვალისწინებს განათლებისა და პრაქტიკის სინთეზს, რაც პროგრამების ხარისხსა და ეფექტიანობაზე პირდაპირ აისახება. პარტნიორობა, ასევე, ითვალისწინებს ცოდნის გაზიარებას, ერთობლივი ტრენინგებისა და ვორქშოფების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას, ისე პარტნიორი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას.           

    GIPA-ს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი მომავალშიც გააგრძელბს კერძო სექტორთან მსგავს კოლაბორაციას და საზოგადოებას მოთხოვნების შესაბამის ხარისხიან პროდუქტს შესთავაზებს.