სამართლის საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსელთა საყურადღებოდ
მოგახსენებთ, რომ პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 31 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე, 12.00-16.00. მისამართზე: ბროსეს ქ. #2
საბუთების ჩამონათვალი:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატი (დედანი, ასლი) იმ შემთხვევაში, თუ ატესტატი არ არის გაცემული საქართველოში, ატესტატს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ.
3. ფოტოსურათი (3x4)
4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის)
5. სწავლის წლიური გადასახადის 20% ის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თანხის გადახდა შესაძლებელია TBC ბანკის ნებისმიერ ფილიალში (როგორც თბილისში, ისე ყველა ქალაქსა თუ რაიონში)
ანგარიშის ნომერია:
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL