კლუბ Frontline Georgia-ში, 13 და 14 ივლისს წარმოდგენილ იქნა საზოგადოებრივი ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის ინიციატივის -- "ფონდების მოძიება და დონორებთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა ჯიპას პარტნიორი ორგანიზაციებისთვის" ფარგლებში მომზადებული სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები. პროექტებს ხელმძღვანელობდნენ პროფ. მაია მიქაშავიძე და სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი მაკა სეხნიაშვილი.
წარმოდგენილ იქნა შვიდი პროექტი:
- ჯიპას კურსდამთავრებულთა ასოციაცია და ყოველწლიური დონაციის კამპანია,
- სტუდენტური მედიის ასოციაციის შექმნა „რადიო ჯიპას“ თაოსნობით
- ტელეკომპანია "არტარეას" დონორებთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია
- თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დონორებთან ურთიერთობის სტრატეგია
- ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა - "ნიჭიერთა ათწლედის” კურსდამთავრებულთა ასოციაცია და ყოველწლიური დონაციის კამპანია,
- ქალთა საინფორმაციო ცენტრის თაოსნობით ერთად ვერეს ხეობაში სტიქიით დაზარალებულ ქალთა მხარდაჭერა
- ეროვნული კინოცენტრის "ზაფხულის კინოსკოლის" მხარდაჭერა.
პრეზენტაციას პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ, მათ შორისეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, „Artarea/Tv ხელმძღვანელი სოფიო ხუნწარია, ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედის” დირექტორი ნოდარ ჟვანია და დირექტორის მოადგილე ესმა ქირია, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი. მათ მადლობა გადაუხადეს სტუდენტებს მხარდაჭერისთვის, და გამოთქვეს მზადყოფნა პრაქტიკულად განახორციელონ პროექტები. პროექტები შემოდგომაზე განხორციელდება.
Created with flickr slideshow.