ევროკავშირის სტუდენტური გაცვლითი პროგრამის, Erasmus+-ის ფარგლებში, GIPA-ს 9 სტუდენტი ეწვია. ისინი გაზაფხულის სემესტრს უნივერსიტეტის სხვადასხვა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გაატარებენ.
დღეს უნივერსიტეტში პირველი გაცნობითი შეხვედრა გაიმართა, სადაც სტუდენტებს GIPA-ს წარმომადგენლები შეხვდნენ და მათი აკადემიური გეგმების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.
უნივერსიტეტი სტუდენტებს სასწავლო კომპონენტთან ერთად, საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებასა და ღონისძიებებს სთავაზობს. ამჯერად უნივერსიტეტი სტუდენტებს გერმანიის, იტალიის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ყაზახეთის უნივერსიტეტებიდან მასპინძლობს. ისინი ერთ სემესტრს GIPA-ში გაატარებენ და სასწავლო პროცესთან ერთად ქართულ კულტურასა და ტრადიციებსაც გაეცნობიან.
