GIPA სტუდენტებს უნიკალურ და საინტერესო შესაძლებლობას - "ზეპირი ამბის გადმოცემის ტრენინგს" სთავაზობს. პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ ზეპირი ამბის თხრობისა და გადმოცემის მეთოდს და პირადად ჩაწერონ ინტერვიუები ჟურნალისტებთან, ვინც ათწლეულების მანძილზე საერთაშორისო ახალ ამბავს ქმნიდა, მათ შორის, Reuters-ისა და Associated Press-ის წარმომადგენლებთან.
ტრენიგებს GIPA-ს პრაქტიკოსი ლექტორები გაუძღვებიან. პროექტის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან:
- ზეპირი ისტორიის თეორიულ ჩარჩოს;
- ინტერვიუს ჩატარების ტექნიკას;
- მიღებული მონაცემების დამუშავებას და ანალიზს.
პროექტის დასასრულს დაგეგმილია სტუდენტების მიერ მომზადებული ზეპირი ამბების ილუსტრირება, შესაბამისი პუბლიკაციის შექმნა და მათი ნამუშევრების გამოფენა/პრეზენტაცია.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია GIPA-ს სტუდენტებს (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა). დასწრება თავისუფალია. რეგისტრაცია შესაძლებელია 3 მარტამდე.
მონაწილეობისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება: სარეგისტრაციო ფორმა.
