18 ივლისს, 19:00 საათზე, სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi" გაიმართება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებისა და ლექტორების გამოფენა "გახსენი" (UNLOCK), სადაც წარმოდგენილი იქნება მიმდინარე სასწავლო წლის მსვლელობისას შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები და პროექტები.
ღონისძიებაში მონაწილეობენ:
- ტრეინინგების და კონსულტაციების ცენტრი
- აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა
- ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა
ღონისძიება შედგება 2 ნაწილისგან:
ნაწილი პირველი - გამოფენა-გაყიდვა
- აუდიო ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ნამუშევრები: ინსტალაცია, ფოტო, ვიდეო და საუნდ პროექტები
- ჯიპას ლექტორების (ცირა ელისაშვილი, ლელი ბლაგონრავოვა, მარი ნაკანი, დიმა ჩიკვაიძე, დინა ოგანოვა, სოფო ჩერქეზიშვილი) ფოტო პროექტები
- ჟურნალისტიკის სამაგისტრო და ფოტოფრაფიის სასერტიფიკატო პროგრამის სტუდენტების ფოტო პროექტები
ნაწილი მეორე - დაჯილდოვების ცერემონია
- ტრენინგების ცენტრის კურსდამთავრებულები და საუკეთესო ლექტორები
პროექტის „GIPA Support“ ფარგლებში, ინსტიტუტის სტუდენტები და ლექტორები, მხარს უჭერენ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ “მომავლის სკოლას” და ღონისძიებაზე გამოფენილი ფოტოების გაყიდვიდან შემოსულ თანხას გადასცემენ სკოლის ხელმძღვანელობას.
პროექტზე მუშაობდნენ: დიზაინი: მაკა ჯიშკარიანი; მუსიკალური გაფორმება: გიორგი მოზგოვოი (მუსიკოსები: სანდრო კოზმანაშვილი, ბაკურ მეტრეველი, ბექა ელოშვილი, მედია ხელოვნების სტუდენტები: გიორგი ჯინჭარაძე, მამუკა ცხადაია), პრომო ვიდეოს იდეა: გიორგი პოპიაშვილი, ოპერატორი: გურამ მოსიკაშვილი; მონტაჟი: მირიან ყენია; სპეცეფექტები: სოსო გვასალია. სტუდენტური პროექტების ხელმძღვანელები: მარიამ ნაკანი-მამასახლისი, სოფიო ჩერქეზიშვილი, დათო მაკარიძე, თიკო ნაჭყებია, მამუკა მუჩიაშვილი, ლელი ბლაგონრავოვა, დიმა ჩიკვაიძე, დინა ოგანოვა.
პროექტის მხარდამჭერები: სასტუმრო „თბილისი„რუმსი“, სარეკლამო კომპანია „outdoor.ge”, საკომუნიკაციო სააგენტო „JWT METRO”; ღვინის სახლი „ყვარლის სარდაფი“, ყავის სახლი „ჩერი“, კომპანია „სარაჯიშვილი”.