GIPA-ს კვლევითი დეპარტამენტი 10 კვლევითი და 3 ორიგინალური ელექტრონული სახელმძღვანელოს პროექტების დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს.
განაცხადების წარდგენის აუცილებელი პირობაა:
- მინიმუმ 2 აკადემიური პერსონალის ჩართვა პროექტში;
- მინიმუმ 3 სტუდენტის ჩართვა პროექტში;
- პროექტის სამეცნიერო რედაქტორი აუცილებლად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აფილირებული აკადემიური პერსონალი უნდა იყოს;
- პროექტში მონაწილეობა შეუძლია სკოლების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, პროფესორ-მასწავლებლებს, მოწვეულ პედაგოგებს და სტუდენტებს. თუმცა, პროექტის ხელმძღვანელი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აფილირებული აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი უნდა იყოს.
განმარტებებისა და კითხების შემთხვევაში, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები შემდეგი თანამიმდევრობით:
18 მარტი - 16.00 სთ. ჯიპა, (თბილისი, რუსთავის გზატკეცილი #22ა), 401.
25 მარტი - 16.00 სთ. ჯიპა, (თბილისი, რუსთავის გზატკეცილი #22ა), 401.
სასურველია საგრანტო განაცხადების ხელმძღვანელთა შეხვედრაში მონაწილეობა.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 31 მარტი 2026.
როგორც კვლევითი გრანტის, ისე სახელმძღვანელოების, დაფინანსებული პროექტების ხანგრძლივობა 12 თვით განისაზღვრება.
კვლევითი გრანტების შემთხვევაში, პროექტის დასრულებიდან მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში, პროექტში აღწერილი აქტივობების შესაბამისად, მონაწილეებმა კვლევის შედეგების წარდგენა (თუ პროექტის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) უნდა უზრუნველყონ. კვლევის შედეგების საჯარო განხილვა/დებატები უნდა განხორციელდეს პროექტის დასრულებისთანავე, რათა შესაძლებელი იყოს პოტენციური კითხვებისა და გამოთქმული მოსაზრებების/კომენტარების ინტეგრირება საბოლოო პუბლიკაციაში ან კონფერენციაზე მის წარდგენამდე.
კვლევის შედეგების გავრცელების ფორმები შემდეგნაირად განისაზღვრება: კვლევის განხორციელების შედეგად მომზადებული პუბლიკაცია ადგილობრივ ან საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში (მინიმუმ მიიღება სამეცნიერო ჟურნალში წარდგენის დამადასტურებლების სახით) და/ან კვლევის შედეგების წარდგენა ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციაზე.
ორიგინალური ელექტრონული სახელმძღვანელოების მხარდაჭერის კონკურსის შემთხვევაში, პროექტში აღწერილი აქტივობების შესაბამისად, პროექტის დასრულებიდან მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში მონაწილეებმა პროექტის შედეგების წარდგენა (თუ პროექტის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) უნდა უზრუნველყონ. პროექტის შედეგების გავრცელების ფორმაა ან ელექტრონული, ან ბეჭდური სახელმძღვანელო.
გამომდინარე იქიდან, რომ 2025 წლიდან უნივერსიტეტში ჩამოყალიბებულია კვლევის ეთიკის კომიტეტი, რომლის ფუნქცია განსახორციელებელი კვლევითი პროექტების/ გეგმების კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების სტანდარტებთან თავსებადობის შეფასება და სათანადო დასკვნის მომზადებაა, წარმოდგენილი კვლევის პროექტები დაფინანსების მოპოვებამდე შეფასდება კვლევის ეთიკის კომიტეტის მიერ (აღნიშნული სიახლის გათვალისწინებით წერილს თან ვურთავთ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევის ეთიკის კომიტეტის საქმიანობის წესს). შესაბამისად, ამ კუთხით განაცხადში დამატებულია ახალი პუნქტი და საჭირო გახდება (დანართი #3) აპლიკანტის მხრიდან კვლევითი პროექტის ეთიკური შეფასების მოთხოვნის შესახებ განაცხადის წარდგენა.
იხილეთ დასაფინანსებლად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შიდა საუნივერსიტეტო კვლევების საგრანტო დაფინანსება
- ორიგინალური ელექტრონული სახელმძღვანელოების მხარდაჭერის კონკურსი
- ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევის ეთიკის კომიტეტის საქმიანობის წესი
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ნანი მაჭარაშვილს - კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - nana.macharashvili@gipa.ge
ნუცა მინდიაშვილს - კვლევის დეპარტამენტის კვლევებისა და განვითარების კოორდინატორი, კვლევის ეთიკის ოფიცერი - n.mindiashvili@gipa.ge.
