• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ში შიდა მობილობა გამოცხადდა

    27 იანვარი, 2026

    2025-2026 წლის სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის GIPA-ში შიდა მობილობა გამოცხადდა. რექტორის ბრძანების შესაბამისად, შიდა მობილობის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა:  

    1. შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ პირთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა - 12 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით.
    2. შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელების/შესარჩევი კომისიის მიერ შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ პირთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და მათთან გასაუბრება (ასეთი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში) – 16 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით;
    3. შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელების მიერ შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ პირთა კრედიტების აღიარება - არა უგვიანეს 18 თებერვლისა;
    4. შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორების მიერ, შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ პირთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი სახით დადასტურება (თანხმობა ან უარი) – არაუგვიანეს 18 თებერვლისა;
    5. შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორების მიერ, შიდა მობილობის წესით ჩასარიცხ პირებთან ხელშეკრულების გაფორმება - არაუგვიანეს 19 თებერვლისა.