• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • პრე-საბაკალავრო პროგრამა აბიტურიენტებისათვის

    16 იანვარი, 2026

    ჯიპა აბიტურიენტებისათვის 8 კვირიან, პრე-საბაკალავრო პორტფოლიო კურსზე მიღებას აცხადებს. კურსი GIPA Art Factory-ს (af.gipa.ge) ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამის შვილობილი პროგრამაა.

    პროგრამის მოდულებს ატარებენ ინდუსტრიის პროფესიონალები, ვინც დღეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ რეკლამას, ბრენდებსა და ვირუსულ კამპანიებს ქმნიან.

    პრე-საბაკალავრო კურსის დასრულების შემდეგ, ჯიპას ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში, აბიტურიენტს:

    1. მიენიჭება პრიორიტეტი შემოქმედებითი ტურის შერჩევის პროცესში;
    2. გათავისუფლდება ეროვნული გამოცდების ფარგლებში  არსებული სავალდებულო შემოქმედებითი ტურიდან (სურვილისამებრ);
    3. გადაეცემა ვიზუალური კომუნიკაციის პროგრამის 500 (ხუთასი) ლარიანი ფასდაკლების ბარათი.

    პროგრამის ბოლოს მონაწილეებს ექნებათ სრულყოფილი საავტორო პორტფოლიო და პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, აბიტურიენტები ციფრულ სერტიფიკატებს მიიღებენ.

    პროგრამა დაიწყება 2026 წლის 4 თებერვალს.  შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს (15:00-დან 18:00-მდე) და  შაბათს (13:00-დან 18:00-მდე).

    რეგისტრაციის ბოლო ვადააა 2026 წლის 25 იანვარი. 

    პროგრამა ჩატარდება  GIPA-ს ტრენინგების ცენტრის ბაზაზე, მისამართი: მარი ბროსეს 2.

    პროგრამის აღწერა:

    კვირა 1 : შესავალი ვიზუალურ კომუნიკაციაში - ნინო ლიპარტელიანი

    ვორქშოფი: - ბუბა რადიანი & გიორგი კვიტატიანი  

    კვირა 2 : შემოქმედებითი გუნდი - კრეატიული ტვინები - თოკა არეშიძე 

    ვორქშოფი: გიორგი მაღრაძე & მარი სუხიშვილი

    კვირა 3 : დიზაინისა და კომპოზიციის პრინციპები - აკაკი რაზმაძე

    ვორქშოფი: შოთა ჩინჩალაძე & ნიკა კუმბარი; ანა სანიკიძე & ლევან რატიშვილი

    კვირა 4 : ილუსტრაცია და კონცეპტუალური აზროვნება - თამარა გედევანიშვილი

    ვორქშოფი: სოფო ჩერქეზიშვილი

    კვირა 5 : ფოტო და მოძრავი გამოსახულება - ნინო გორდელაძე

    ვორქშოფი: დიმა ჩიკვაიძე & ანა ჩუბინიძე

    კვირა 6 : პერსონალური პროექტის განვითარება - ეკა ყიფიანი 

    ვორქშოფი: გიორგი ავალიანი

    კვირა 7 : ჩემი პირველი პორტფოლიო

    ვორქშოფი: ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად

    კვირა 8 : ხელოვნება, კრეატივი და ტექნოლოგიები - დავით ჯიბლაძე 

    ნახე პროგრამის შესახებ სტატია მარკეტერზე: https://www.marketer.ge/gipa-vizualuri-komunikaciis-programa/  

    პროგრამის სრული აღწერა და ტრენერების შესახებ ინფორმაცია: https://university.gipa.ge/Pre-Bachelor-Portfolio-Program 

    რეგისტრაცია: https://university.gipa.ge/PB-Portfolio-Program-Registration