GIPA-ს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (TCC) სერტიფიკატების გაცემის ტრადიციულ ფორმას სრულად ბლოქჩეინზე დაფუძნებული ელექტრონული სისტემით ანაცვლებს. ცენტრის კურსდამთავრებულები, სასერტიფიკატო პროგრამის დასრულებისთანავე, Blockcerts ტექნოლოგიით დაცულ ელექტრონულ სერტიფიკატებს მიიღებენ.
პროექტი ევროპულ ტექნოლოგიურ პარტნიორთან თანამშრომლობით განხორციელდა, რაც სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას დამატებით უზრუნველყოფს.
“ჩვენთვის პრიორიტეტულია, კურსდამთავრებულმა მიიღოს არა მხოლოდ ხარისხიანი განათლება, არამედ ისეთი აქტივი, რომელიც მის კარიერულ წინსვლას ტექნოლოგიურადაც შეუწყობს ხელს. ეს სანდოობის ახალი სტანდარტია და არა უბრალოდ, ფურცლის ელექტრონული ვერსია. ბლოქჩეინ-სერტიფიკატი ტრენინგების ცენტრის კურსდამთავრებულთა ციფრული პასპორტია”,- “მარკეტერთან” საუბარში აღნიშნა GIPA-ს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის ხელმძღვანელმა, ჟანა ანთიამ.
სტატია „მარკეტერში“ იხილეთ: https://www.marketer.ge/gipa-blockchain-certificate/
