• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეები

    03 ივლისი, 2015

    11, 12, 18 და 19 ივლისს, გაიმართება GIPA-ს სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეები. შეხვედრების განმავლობაში, თქვენ საშუალება გექნებათ გაეცნოთ სასწავლო პირობებს, გაესაუბროთ კოორდინატორებს სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამების შესახებ და დაესწროთ მასტერკლასებს. 


    11 ივლისს, 11 საათზე, გაიმართება GIPA-ს მმართველობის სკოლის ღია კარის დღე შემდეგი სამაგისტრო პროგრამებისათვის:

    • საჯარო მმართველობა

    • საჯარო პოლიტიკა

    • ადგილობრივი თვითმმართველობა

    • ბიზნესის ადმინისტრირება

    ასევე ჩატარდება მასტერკლასები:

    გიორგი თურქია - "ბიზნესი სამოთხის ვაშლიდან ჩაკბეჩილ ვაშლამდე".

    თენგიზ ფხალაძე - "მოლაპარაკების ხელოვნება".

    მისამართი: იეთიმ გურჯის ქ. #7ბ (ლოკაციის რუქა: https://goo.gl/XQReI8) დამატებითი ინფორმაცია: 2457545


    12 ივლისს, 17 საათზე, გაიმართება GIPA-ს ჟურნალისტიკის სკოლის ღია კარის დღე შემდეგი სამაგისტრო პროგრამებისათვის:

    • მულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯემენტი

    • საზოგადოებრივი ურთიერთობები

    • ახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერია

    ასევე ჩატარდება სტუდენტების ფოტო ნამუშევრების გამოფენა და მულტიმედია პროექტების ჩვენება.

    მისამართი: ლადო ასათიანის #62, ფრონტლაინ კლუბი (ლოკაციის რუქა: http://goo.gl/yUUb2T) დამატებითი ინფორმაცია: 2457545

     

    18 ივლისს, 12 საათზე, გაიმართება GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ღია კარის დღე შემდეგი სამაგისტრო პროგრამებისათვის:

    • საერთაშორისო სამართალი

    • საერთაშორისო ურთიერთობები

    ასევე ჩატარდება მასტერკლასი:თორნიკე შარაშენიძე - "ვის შეუძლია გახდეს დიპლომატი"

    მისამართი: ბროსეს ქ. #2, (ლოკაციის რუქა: https://goo.gl/XP9OlC) დამატებითი ინფორმაცია: 2457545

    19 ივლისს, 14 საათზე, გაიმართება GIPA-ს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ღია კარის დღე შემდეგი სამაგისტრო პროგრამისათვის:

    • გამოყენებითი ფსიქოლოგია

    ასევე ჩატარდება "რამაზ საყვარელიძის მასტერკლასი ფსიქოლოგიაში" .

    მისამართი: ლადო ასათიანის #62, ფრონტლაინ კლუბი (ლოკაციის რუქა: http://goo.gl/yUUb2T) დამატებითი ინფორმაცია: 2457545