• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი ეწვია

    03 დეკემბერი, 2025

    დღეს, 3 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მისმა აღმატებულებამ,  პეტრ კუბერნატმა  GIPA-ს რექტორსა და სტუდენტებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. რექტორთან შეხვდრაზე ელჩმა თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, სასტიპენდიო პროგრამებსა და შემდგომი ინიციატივების შესაძლებლობაზე ისაუბრა. თავის მხრივ, GIPA-ს რექტორმა, მაკა იოსელიანმა სტუმარს ინსტიტუტის ისტორია გააცნო და მიმდინარე პროგრამების, გამოწვევებისა და სამომავლო მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

    სტუდენტებთან შეხვედრაზე, მისმა აღმატებულებამ, ელჩმა ჩეხეთის მთავრობის საგარეო-პოლიტიკურ ვითარებაზე, განათლებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და სტუდენტებს ჩეხეთში სასწავლო პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დასასრულს გაიმართა დისკუსია.