6 და 7 ნოემბერს, GREDA-სა და ExpoGeorgia-ს ორგანიზებით, თბილისში ენერგეტიკის ორდღიანი საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართა, რომელმაც ენერგეტიკის სექტორის ყველა მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ერთი პლატფორმის ქვეშ გააერთიანა. გამოფენაზე ინდუსტრიის ლიდერებმა, მთავრობისა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა, ინვესტორებმა, ფინანსური ინსტიტუტებისა და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებმა განახლებადი ენერგიის ლანდშაფტის ფორმირებადი შესაძლებლობები, ინოვაციები და პარტნიორობა განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ GIPA არის პირველი საგანმანათლებლო ინსტიტუცია, რომელიც გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო სტენდითა და უმაღლესი პროფესიული პროგრამებით: ენერგომენეჯმენტი, განახლებადი ენერგიების მენეჯმენტი და შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ჯიპას უმაღლესი პროფესიული პროგრამების სტუდენტებს და კურსდათავრებულებს კარიერულ წინსვლასა და დასაქმებაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
