ახალი თვითსწავლებადი კურსი “გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო სამსახურში”

04 ნოემბერი, 2025

3 ნოემბერს, GIPA-ში   ახალი დისტანციური თვითსწავლებადი კურსის „გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო სამსახურში“  პრეზენტაცია გაიმართა.  კურსი გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის და GIPA-ს პარტნიორობითა და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (NORAD) ფინანსური მხარდაჭერით შემუშავდა. კურსი გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ცოდნისა და ინფორმაციის შემდგომ გავრცელებას შეუწყობს ხელს.

პრეზენტაციის მიზანი დაინტერესებული მხარეებისთვის ელექტრონული კურსის წარდგენა და განათლებისა და პროფესიული გადამზადების სისტემებში მისი ინტეგრაციის შესაძლებლობების განხილვა იყო.  აღნიშნული კურსი GIPA-ს დისტანციური კურსების ჩამონათვალს დაემატა.