31 ოქტომბერს, GIPA-ში ლევან (ბაჩა) ზარდალიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საბაკალავრო პროგრამის ფსიქოლოგიის კონცენტრაციის, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის და გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მოხსენებები წარადგინეს. აღნიშნული კონფერენცია GIPA-ში, ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება.
