3 ნოემბერს, 15:30-18:00 საათზე, GIPA და გაეროს ქალთა ორგანიზაცია გამართავენ პრეზენტაციას ახალი დისტანციური თვითსწავლებადი კურსის “გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო სამსახურში” შესახებ. პრეზენტაციის მიზანია დაინტერესებული მხარეებისთვის ელექტრონული კურსის წარდგენა და განათლებისა და პროფესიული გადამზადების სისტემებში მისი ინტეგრაციის შესაძლებლობების განხილვა. პრეზენტაცია გაიმართება ქართულ ენაზე.
თვითსწავლებადი კურსი ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Norad) მხარდაჭერით მომზადდა. კურსი GIPA-ს დისტანციური კურსების ჩამონათვალს დაემატება.
პრეზენტაცია გაიმართება GIPA-ში, რუსთავის გზატკეცილის 22ა, აუდიტორია N101
