ვორქშოპის ფარგლებში, გერმანელმა და ქართველმა სტუდენტებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს და გამოფენების ფარგლებში, სამომავლო ერთობლივი სახელოვნებო მიქს-მედია პროექტების განხორციელების გზები და იდეები განიხილეს.
AVA-სა და ალანუსის უნივერსიტეტის სტუდენტების ერთობლივი გამოფენა თბილისში 2026 წლის აპრილში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება, ხოლო 2026 წლის შემოდგომაზე - ქალაქ კელნშია დაგეგმილი.