,,ჩამოყალიბდით'' - პირველი ქართული წიგნი ბრენდინგზე

09 ოქტომბერი, 2025
როგორ იქმნება ბრენდი, რომელიც შენს პირად ამბად იქცევა?
 
წიგნის ავტორი: შოთა ჩინჩალაძეა - GIPA-ს ლექტორი, მრავალწლიანი თანამშრომლობითა და გამოცდილებით, ბრენდის სტრატეგი და LEVEL C-ის სერტიფიცირებული ბრენდარქიტექტორი. 
მოდერატორი: ლევან კურცხალია - GIPA-ს მულტიმედია ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი | რადიო GIPA-ს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი.
 
თარიღი: 15 ოქტომბერი, ოთხშაბათი
დრო: 17:00 საათი
პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
ეს წიგნი შენი გზამკვლევია, თუ: 
  • გაქვს მცირე ან საშუალო ბიზნესი და გინდა, რომ ის დიდ ბრენდად აქციო;
  • გაქვს იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო;
  • გულის სიღრმეში, სხვისი კომპანიის წარმატებისთვის მუშაობას, საკუთარი ბრენდის შენება გირჩევნია;
  • ან პროფესიონალი ხარ, ვინც სხვისი ბრენდის შექმნასა და შენებაზე საკუთარივით ზრუნავ;
"ჩამოყალიბდით" პასუხობს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს: როგორ დავიწყო? როგორ ვაქციო იდეა ჭეშმარიტად მდგრად, მუდმივ ბრენდად?
 
და ეს პასუხები ერთ წიგნშია თავმოყრილი, რომლის პრეზენტაციაც ექსკლუზიურად ჯიპელებისთვისაა!
 
შეხვედრაზე თავად ავტორი გაგიზიარებთ ბრენდინგის ფილოსოფიასა და "ჯადოქრობას", გამოცდილებასა და გზებს, როგორ გახდეთ თქვენი ბრენდის საუკეთესო სტრატეგი!