• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • პირველკურსელთა თიმბილდინგი GIPA-ში

    06 ოქტომბერი, 2025

    29 სექტემბერს, GIPA-მ პირველკურსელებისთვის, ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის, ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გუნდურობისთვის, თიმბილდინგი ჩაატარა, რომელსაც GIPA-ს ტრენერი, Teamboat-ის დამფუძნებელი და განათლების ექსპერტი, პაატა პაპავა ხელმძღვანელობდა.

    შეხვედრა ერთმანეთის უკეთ გაცნობას, სოციალურ ინტეგრაციასა და უნივერსიტეტში პოზიტიური, ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას ემსახურებოდა.

    GIPA-ში სტუდენტების თანასწორი და მხარდამჭერი გარემოს განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მსგავსი ინიციატივები სტუდენტების უნივერსიტეტთან მიკუთვნებულობის განცდის გაძლიერებას, მოტივაციის გაზრდასა და აკადემიური მიზნების მიღწევას უწყობს ხელს.