• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • პირველკურსელთა რეგისტრაცია

    26 აგვისტო, 2025

    ✨ GIPA გილოცავთ სტუდენტობას ✨

    პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, 1 სექტემბრიდან - 12 სექტემბრის ჩათვლით: https://portal.gipa.ge/bachelor

    რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი
    • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი
    • 1 ფოტოსურათი (ზომით ¾)
    • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის)
    • სწავლის წლიური გადასახადის 25%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თუ აბიტურიენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი, მის მიერ რეგისტრაციამდე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საფასურისა და გრანტის სხვაობის მეოთხედს

    ხელშეკრულების გაფორმება:

    მას შემდეგ, რაც სტუდენტი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ხელშეკრულება ხელმოსაწერად გაიგზავნება სტუდენტის მიერ სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (E-mail-ზე), პლატფორმა Signify-ის საშუალებით.

    • იმ პირველკურსელმა, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის), სარეგისტრაციო განაცხადის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს კანონიერი წარმომადგენლის (მაგ: მშობელი) ელექტრონული ფოსტა (E-mail), რომელზეც ხელშეკრულება ხელმოსაწერად გაიგზავნება. 
    • იმ პირველკურსელმა, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის), სარეგისტრაციო განაცხადის შესაბამის ველში უნდა ატვირთოს კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული/დედანი დოკუმენტაცია.

    გადახდა:

    სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე.

    დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.

    საბანკო რეკვიზიტები:

    საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

    მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

    ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL