GIPA-ს სტუდენტებს ამერიკის შეერთეებული შტატების ელჩის მეუღლე, მერი ჰარტნეტი ესტუმრა

19 ივნისი, 2015

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის “Frontline კლუბში”, 12 ივნისს, სტუდენტებს ამერიკის შეერთეებული შტატების ელჩის მეუღლე, მერი ჰარტნეტი ესტუმრა, რომლემაც ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოსა და რუთ ბაიდერ გინზბურგზე, როგორც ასოცირებულ მოსამართლეზე და ამასთან ერთად აუპასუხა სტუდენტების შეკითხვებს როგორც კონკრეტულად რუთ ბაიდერ გინზბურგზე და ასევე ზოგადად ქალების როლზე ქართულ პოლიტიკაში.

თავად მერი ჰარტნეტი ჯორჯთაუნის საკანონმდებლო უწყებაში 1998 წლიდან მოღვაწეობს როგორც პირველი აღმასრულებელი დირექტორი ქალთა სამართლისა და საჯარო პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის (WLPPFP) და ლიდერობა და ადვოკატირება ქალთა აფრიკაში პროგრამა (Lawa) და ამჟამად როგორც პროფესორი სამართლის დარგში და მრჩეველთა საბჭოს წევრი WLPPFP-სა  და Lawa-ში. პროფესორი ჰარტნეტი გახლავთ ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ქალთა უფლებების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე და ამჟამად ვენდი ვილიამსთან თანაავტორობით წერს რუთ ბაიდერის ბიოგრაფიას.  პროფესორი ჰარტნეტი ასევე იყო მკვლევარი საჯარო პოლიტიკის სფეროში ვუდრო ვილსონის საერთაშორისო ცენტრში ვაშინგტონში, იგი ასევე გახლდათ მოწვეული პროფესორი რიგის სამართლის სკოლაში ლატვიაში, სადაც ასწავლიდა ქალთა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს, და გახლდათ ედმუნდ მასკის სტიპენდიის იურიდიული შესარჩევი კომისიის წევრი.

სანამ თავის სამუშაოს ჯორჯთაუნს დაუკავშირებდა, პროფესორი ჰარტნეტი იყო საერთაშორისო სამართლის ფირმა კოდერტ ბრაზერს -ის (Coudert Brothers) მრჩეველი, სადაც  თითქმის ათი წლის განმავლობაში ეწეოდა საკონსულტაციო საქმიანობას საერთაშორისო ოპერაციების განხრით. მთელი თავისი კარიერის მანძილზე, პროფესორი ჰარტნეტი აქტიურად არის ჩართული ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში როგორც საერთაშორისო ადვოკატი. მისი ინტერესის განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ქალთა უფლებები. თავისი ცხოვრების გარკვეული პერიოდი მას აქვს გატარებული ბაჰრეინში, ნორვეგიაში, რუსეთში, ირლანდიაში, ლატვიაში, უზბეკეთში, და ახლა იგი ცხოვრობს საქართველოში.  მერი ჰარტნეტი არის 2009 წლის რასმუსენის ამერიკელ იურისტთა ასოციაციის  ჯილდოს ”წინსვლა ქალთა საერთაშორისო სამართლისკენ” და 2005 წლის გრინელის კოლეჯის კურსდამთავრებულთა ჯილდოს მიმღები.

IMG 0002 IMG 0001 <a href='http://postimg.org/image/9llbxnmul/' target='_blank'><img src='http://s14.postimg.org/9llbxnmul/11293029_10204309482249840_573605602_n.jpg' border='0' alt="11293029 10204309482249840 573605602 n" /></a> <a href='http://postimg.org/image/v9aa83n8t/' target='_blank'><img src='http://s14.postimg.org/v9aa83n8t/11303614_10204309482289841_1356196856_n.jpg' border='0' alt="11303614 10204309482289841 1356196856 n" /></a>