ორმაგი დიპლომის პროგრამა – GIPA x UCA Clermont Auvergne University

31 ივლისი, 2025

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ ორმაგი ბაკალავრის ხარისხი, როგორც GIPA-სგან, ასევე საფრანგეთის კლერმონის უნივერსიტეტიდან (UCA – Clermont Auvergne University).

რას გულისხმობს პროგრამა?
ორმაგი დიპლომის პროგრამის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ პირველ (და მეორე) წელს თბილისში, შეძლებენ მესამე სასწავლო წლის გატარებას საფრანგეთში – კლერმონის უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამაზე.

რას სწავლობენ სტუდენტები საფრანგეთში?
UCA-ში სტუდენტები გადიან მესამე წლის აკადემიურ კურსს მენეჯმენტის მიმართულებით, რაც მოიცავს ბიზნესის სტრატეგიას, მარკეტინგს, ორგანიზაციულ ქცევას, ფინანსებსა და ინოვაციებს.

რამდენ ხანს და რამდენი სტუდენტი?
სტუდენტებს, ორმაგი დიპლომის მიზნით, საფრანგეთში წასვლა მოუწევთ 2026-2027 სასწავლო წლიდან. ისინი ერთ წელს გაატარებენ საფრანგეთში. ჩასვლა ხდება მეორე ან მესამე წელს. ყოველწლიურად, შეირჩევა 5 საუკეთესო სტუდენტი, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ აკადემიურ და ინგლისური ენის მოთხოვნებს.

რას იღებენ სტუდენტები?
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები იღებენ ორ დამოუკიდებელ დიპლომს – GIPA-ს ბიზნესის ადმინისტრირებისა და UCA-ს მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხს. ეს ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო შრომის ბაზარზე და აძლევს საფუძველს სწავლის გაგრძელებისთვის ევროპაში.