GIPA-ში, პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის ,,შედარებითი პოლიტიკის'' ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური სისტემების მოდელირება ჩატარდა.
პოლიტიკური სისტემების სიმულაციის განმავლობაში, სტუდენტებმა პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერმინისტრისა და ოპოზიციის ლიდერების როლები მოირგეს და მათ პროფილებზე დაყრდნობით წარმართეს პროცესი.
GIPA-ს პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა განსაკუთრებულად ფოკუსირებულია მსგავსი ტიპის პრაქტიკული და ინტერაქციული აქტივობების განხორციელებაზე, რაც ხელს უწყობს სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ანალიტიკური უნარების განვითარებასა და პოლიტიკის სფეროში რეალური პროცესების უკეთესად გააზრებას.
გაიგე მეტი პროგრამის შესახებ: https://university.