ღია კარის დღე GIPA-ში

13 ივნისი, 2025

19 ივნისს, 17:00 საათზე, GIPA- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, გიწვევთ ღია კარის დღეზე, რომელიც გამკუთვნილლია საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული პროგრამებით დაინტერესებული პირებისთვის.

ღია კარის დღე წარმოადგესნ უნიკალურ შესაძლებლობას, დეტალურად გაეცნოთ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მიმართულებებს, შეხვდეთ პროგრამების ხელმძღვანელებსა და აკადემიურ პერსონალს. ასევე, გაიცნოთ მოქმედი სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ღონისძიება დაგეხმარებათ, პირადად შეიგრძნოთ GIPA-ს სტუდენტური გარემო.

ღონისძიების ფარგლებში გელოდებათ:

  • დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებზე
  • ინდივიდუალური შეხვედრები პროგრამების ხელმძღვანელებთან, კოორდინატორებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან
  • გამოცდილების გაზიარება GIPA-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან
  • პოტენციურ კურსელებთან შეხვედრის შესაძლებლობა 
  • Coca-Cola-ს ბარი -  უფასო გამაგრილებელი სასმელები, კოქტეილები და ჰოთ-დოგები
  • გათამაშებები და პრიზები GIPA-საგან, Coca-Cola-ს და ტექნიკის მაღაზია "ულტრასგან"




⇒დარეგისტრირდი აქ

გაეცანი GIPA-ს შესაძლებლობებს და გადადგი პირველი ნაბიჯი წარმატებული აკადემიური მომავლისკენ. 

ამ ნიშნის ქვეშ გაიმარჯვებ!

In hoc signo vinces!