ციფრული ადმინისტრირების საჯარო ლექცია GIPA-ში

23 მაისი, 2025

2024 წლის 19 მაისს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საჯარო მმართველობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე – ციფრული ადმინისტრირება.

ლექციის ფარგლებში განხილული იყო თანამედროვე საჯარო სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:

 - ციფრული გარემოს თავისებურებები საჯარო ორგანიზაციებისთვის

 - გამოწვევები საჯარო ორგანიზაციებისთვის

 - ციფრულ ადაპტაციასთან დაკავშირებული საფრთხეები

საჯარო ლექცია ჩაატარა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტიკური მეცნიერებებისა და ადმინისტრირების დოქტორმა რამონ ბოუსას ლორენცომ (Ramón Bouzas Lorenzo).

პროფესორის სასწავლო და კვლევითი საქმიანობა ლათინურ ამერიკასა და ცენტრალურ აზიაში მდებარე ათეულზე მეტ უნივერსიტეტს მოიცავს. მისი საქმიანობა საჯარო მმართველობის სხვადასხვა მიმართულებაზეა ფოკუსირებული. 2017 წლიდან 2024 წლამდე, იყო სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (USC) პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.

საჯარო ლექცია ერასმუს+ პროგრამით, საერთაშორისო კვირეულს ფარგლებში ჩატარდა, სადაც GIPA-მ 4 პარტნიორი უნივერსიტეტის - ჰამბურგის, სანტიაგო დე კომპოსტელას, ლაიდენისა და ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საერთაშორისო კვირეული მიზნად ისახავდა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, იდეების გაცვლასა და სამომავლო პერსპექტივების დასახვას.