“ევროსტუდენტი” ტრანსნაციონალური სამეცნიერო კვლევითი პროექტია. მისი მიზანია, ევროპის 30-მდე ქვეყანაში უმაღლესი განათლების სივრცეში, სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა.
კვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სასწავლო პროგრამის მახასიათებლები, ბიუჯეტი და დასაქმება, შემოსავალი და ხარჯები, საცხოვრებელი პირობები და საერთაშორისო მობილობა.
ევროსტუდენტის კვლევის მონაცემების საფუძველზე, ქვეყნები უკეთ გეგმავენ ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკასა და პროგრამებს.
საქართველო კვლევაში 2014 წლიდან მონაწილეობს. წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები კვლევაში 15 აპრილიდან ელექტრონულად ჩაერთვებიან. კვლევის მე-9 ციკლს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი უძღვება.
დამატებითი ინფორმაცია "ევროსტუდენტის" საერთაშორისო კვლევის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.eurostudent.eu/
კითხვებით დაუკავშირდით საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულ ცენტრს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: eurostudent@ncer.gov.ge