გლობალური ანტიდემოკრატიული კონტრტალღა: პოლიტიკური მეცნიერების სწავლებისთვის გადამწყვეტი გამოწვევა

15 აპრილი, 2025

15 აპრილს, GIPA-ში გაიმართა დისკუსია: „გლობალური ანტიდემოკრატიული კონტრტალღა: პოლიტიკური მეცნიერების სწავლებისთვის გადამწყვეტი გამოწვევა“
დისკუსიის ფარგლებში განიხილეს:
  • თუ რა გლობალური პროცესები ქმნის პოლიტიკური მეცნიერების სწავლების ველს და რა გამოწვევები ახასიათებს აღნიშნულ პროცესს
  • PoSIG პროგრამა, როგორც საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნული მიმართულებით
მოდერატორი:
ანანო გორგოძე, საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი/ PoSIG-ის პროექტის მენეჯერი (GIPA)
მოწვეული სტუმრები:
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი / PoSIG-ის პროფესორი (GIPA)
ბაკურ კვაშილავა - სამართლის და პოლიტიკის სკოლის დეკანი / PoSIG-ის პროფესორი (GIPA)
PoSIG არის ერთობლივი საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა, რომელიც შეთავაზებულია 13 პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ და უზრუნველყოფს უნიკალურ და სრულყოფილ საგანმანათლებლო გამოცდილებას. სამაგისტრო პროგრამა ორწლიანია და ის განკუთვნილია იმ საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებიც ფლობენ პოლიტიკის მეცნიერების ან მონათესავე დისციპლინაში ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს და გავლილი აქვთ კვლევის მეთოდები. ამ თანამშრომლობით, სტუდენტები იღებენ მრავალფეროვან პერსპექტივებსა და ექსპერტიზას სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
გაეცანით დეტალურ ინფორმაციას პროგრამის შესახებ: https://university.gipa.ge/PoSIG