GIPA TALKS: ევროპული უსაფრთხოების ახალი კონტურები და საქართველო

26 მარტი, 2025

დისკუსიის თემა: “ევროპული უსაფრთხოების ახალი კონტურები და საქართველო“

დრო: 2 აპრილი, 18:00 საათი

ადგილი: GIPA

მისამართი: რუსთავის გზატკეცილი 22ა

მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირდით: https://university.gipa.ge/GIPATALKS-RegistrationForm


მსოფლიოში უსაფრთხოების გარემო სწრაფად იცვლება. მე-20 საუკუნის მექანიზმები სულ უფრო ნაკლებად პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს. ევროპა უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ძიებაშია. აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ხედვებისა და უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გათვალისწინებით, იზრდება ევროპული სახელმწიფოების სამხედრო ხარჯები და იცვლება დამოკიდებულება თავდაცვისადმი.

GIPA TALKS - ის ფარგლებში, მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ თუ რამ და როგორ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო ევროპა? რა იცვლება ევროპულ უსაფრთხოებაში და როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოზე?


მოდერატორი:

თენგო ფხალაძე - GIPA-ს ასოცირებული პროფესორი, 2014-2024 წწ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი.

მოწვეული სტუმრები:

ალექსი პეტრიაშვილი - რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, 2012-2014, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;

გიგი გიგიაძე - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარი, 2014-2016, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2017-2021, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში

გოჩა ჯავახიშვილი - 2022-2024 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში

სალომე შაფაქიძე - 2022-2025 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვაში


GIPA TALKS, საზოგადოების კრიტიკული აზროვნების მხარდამჭერი და განსხვავებული პერსპექტივის წარმოდგენის ხელშემწყობი პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა გამოწვევებზე საპასუხოდ ორგანიზებულ შეხვედრებში, ყველა აქტორს საკუთარი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის საშუალება ეძლევა.

უნივერსიტეტი მუდმივად ღიაა საჯარო ლექციებისა და დისკუსიებისთვის, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ცოდნის გაღრმავებისა და უწყვეტი განათლების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო ლექციებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს როგორც GIPA-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ისე ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს.


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: pr@gipa.ge