არჩილ ქიქოძის საჯარო ლექცია GIPA-ში

12 მარტი, 2025

12 მარტს, სტუდენტური პროექტის “ხელოვნების დღეების” ფარგლებში, სტუდენტებს მწერალი არჩილ ქიქოძე შეხვდა. ლექცია მიეძღვნა თემას სამხრეთ ამერიკული ლიტერატურა და პოლიტიკა.

ლექციის ფარგლებში, განხილული იყო სამხრეთ ამერიკული ლიტერატურის განვითარების მთავარი ეტაპები, ლათინუამერიკული ლიტერატურული ბუმის თავისებურებები და მაგიური რეალიზმის როლი რეგიონში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლათინური ამერიკის მწერლობის პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტს, ასევე ევროპული და ქართული ლიტერატურის შედარებით ანალიზს.

საჯარო ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემსჯელათ.

GIPA, როგორც საზოგადოებრივად აქტიური საგანმანათლებლო ინსტიტუცია, სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ცოდნა, შემოქმედებითი უნარები და პროფესიონალიზმი პრაქტიკაში გამოიყენონ საჯარო ლექციებისა და დისკუსიების ორგანიზებით, ასევე სხვადასხვა სოციალური აქტივობების განხორციელებით. აღნიშნული ინიციატივები სტუდენტების კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და განსხვავებული პერსპექტივების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.