• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის Vis Moot-ის გუნდის წარმატება

    06 მარტი, 2025

    GIPA-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის Vis Moot-ის გუნდმა ნაციონალურ რაუნდში პირველი ადგილი მოიპოვა და 2025 წლის თბილისის Pre-Moot-ში, საბოლოო შედეგებით, მეორე ადგილზე გავიდა.

    Vis Moot მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო იმიტირებული საარბიტრაჟო პროცესების ჩემპიონატია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს 4,000-მდე სტუდენტს, ყველა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტიდან, აერთიანებს. Vis Moot-ი სტუდენტებს კარიერული წინსვლის შესანიშნავ შანსსა და ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

    აღნიშნული საარბიტრაჟო პროცესების ფარგლებში, ჩვენი სტუდენტები ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებთან ასპარეზობენ, როგორებიც არიან: Palacký University, Università degli Studi di Milano, Masaryk University, Charles University და სხვა.

    შეჯიბრის ფინალური ეტაპი ვენაში გაიმართება.

    GIPA-ს გუნდის წევრები: ნატალია ჩხაიძე, თეკლა გიგუაშვილი, ლიზა რამაზაშვილი

    GIPA-ს გუნდის მენტორი : თამარ შიოშვილი, თინათინ ქორქია

    წარმატებას ვუსურვებთ GIPA-ს Vis Moot-ის გუნდს!


    ამ ნიშნის ქვეშ გავიმარჯვებთ!