24 თებერვალი
ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამები 2025 წლის შემოდგომის სემესტრისთვის
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს 2025 წლის შემოდგომის სემესტრის ერაზმუს+ პროგრამებზე.
უნივესრიტეტების, სასწავლო საფეხურების/სასწავლო მიმართულებების და ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: List of Universities
განაცხადის შემოტანა შესაძლებელია არაუმეტეს 3 უნივერსიტეტზე:
იხილეთ სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA არანაკლებ 3.0-ისა);
ERASMUS + - ის გაცვლით პროგრამაში სტუდენტთა შერჩევის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აქტიური სტატუსის მქონე:
- ბაკალავრიატის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი საგანანმანათლებლო პროგრამის I-II სემესტრით გათვალისწინებული საგნები და დაგროვილი აქვთ შესაბამისი კრედიტები;
- მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი საგანანმანათლებლო პროგრამის I სემესტრით გათვალისწინებული საგნები და დაგროვილი აქვთ შესაბამისი კრედიტები;
ERASMUS + - ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:
- იმ სტუდენტებს, რომლებსაც ერიცხებათ ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტის მიმართ;
- იმ სტუდენტებს, ვის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური სახდელი და დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან არ არის გასული 1 (ერთი) წელი, ან დისციპლინური სახდელი არ არის ვადაზე ადრე მოხსნილი.
- იმ სტუდენტებს, რომლებსაც ანალოგიურ საფეხურზე სწავლის პერიოდში უკვე მიღებული აქვთ ERASMUS + - ის გრანტი;
ERASMUS + - ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი N1-ის შესაბამისად);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS - 6.0; TOEFL - 78) ან სხვა შესაბამისად აღიარებული B2 დონის სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარმოდგენისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომელთაც უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვთ ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი კურსი და მიღებული აქვთ დადებითი შეფასება;
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით);
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
საკონკურსო კომისიის მიერ ERASMUS + - ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში სტუდენტების შერჩევის დროს მხედველობაში მიიღება:
- სტუდენტის აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3,0-ისა);
- ინგლისურენოვანი საგნების არჩევის გამოცდილება და შესაბამისი შეფასება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს არადამაკმაყოფილებელი (F) შეფასება;
- სტუდენტის ინგლისური ენის ცოდნის დონე;
- უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს მისი კანდიდატურის განხილვამდე უნივერსიტეტში ანალოგიურ საფეხურზე სწავლის პერიოდში გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში, მათ შორის ERASMUS + - ის გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა;
- სტუდენტის მოტივაცია, რომელსაც საკონკურსო კომისია ამოწმებს კანდიდატთან გასაუბრების დროს;
კრედიტების აღიარება: მასპინძელ უნივერსიტეტში აღებული კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში.
შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მასპინძელ უნივერსიტეტში სასურველი საგნების შესარჩევად სტუდენტებმა წინასწარი კონსულტაცია უნდა გაიარონ GIPA-ს შესაბამისი პროგრამის კოორდინატორთან ან/და ხელმძღვანელთან.
სწავლის საფასური:
მასპინძელ უნივერსიტეტთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, 2025 წლის შემოდგომის სემესტრში GIPA-ს სტუდენტებს არ მოუწევთ უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდა. თუმცა, ERASMUS + - ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის განმავლობაში სტუდენტი არ თავისუფლდება ჯიპა-ში შესაბამისი სემესტრის გათვალისწინებული სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.
სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 800-დან 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნორმით.
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
შენიშვნა: გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლის შემთხვევაში, სტუდენტებმა უნდა დაფარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ბიბლიოთეკით სარგებლობის საფასური, ე.წ. „semester fee”, რომელსაც მასპინძელ უნივერსიტეტში იხდის ყველა სტუდენტი (როგორც გერმანელი, ისე საერთაშორისო) და რომლის ღირებულებაც შეადგენს დაახლოებით 220 ევროს.
გარდა ამისა, თუ ვიზის მისაღებად საჭიროა სხვა ქვეყანაში გამგზავრება ან ფოსტით საბუთების გაგზავნა/ჩამოტანა, ხარჯების დაფარვა უნდა მოხდეს სტუდენტების მიერ.
შენიშვნა: ერაზმუს+ ძირითადი სტიპენდიის გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, დამატებით განსაზღვრულია ყოველთვიურად 250 ევროს ოდენობის დახმარება შემდეგი კატეგორიის პირთათვის:
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ);
- ქრონიკული დაავადების მქონე პირი; (როდესაც დაავადება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან საზღვარგარეთ ყოფნისას);
- სტუდენტი, რომელსაც საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში თან უნდა ახლდეს ბავშვი;
- სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტი;
ამ შემთხვევაში, სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სტატუსის/ვითარების დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი ინგლისურ ენაზე, ან/და ქართულიდან ინგლისურზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (სკანირებული PDF ვერსია);
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 11 მარტის 19:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!