• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • საერთაშორისო კონფერენცია: GIPA X GLITSS

    11 თებერვალი, 2025

    ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GLITSS - გლობალიზაციის, არალეგალური ვაჭრობის, მდგრადობისა და უსაფრთხოების ქსელთან თანამშრომლობის საფუძველზე გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო კონფერენციაში.

    თემა: არალეგალური ვაჭრობის პოლიტიკური განზომილებები / The Political Dimensions of Illicit Trade

    თარიღი: 14-15 მარტი, 2025

    მისამართი: GIPA, ფრონტლაინ ჯორჯია, ლადო ასათიანის 62, თბილისი

    აბსტრაქტის გაგზავნის ბოლო ვადა: 20 თებერვალი, 2025

    სამუშაო ენა: ინგლისური

    კონფერენციის მიზანი: არალეგალური ვაჭრობისა და გეოპოლიტიკური დინამიკის რთული და კომპლექსური ურთიერთობის შესწავლა. გლობალური გამოწვევები, პოლიტიკური ზეწოლა და არალეგალური ბაზრები – როგორ მოქმედებს სანქციები, ჰიბრიდული ომი და ახალი ეკონომიკური პოლიტიკა სავაჭრო მარშრუტებზე

    მონაწილეობისთვის ვიწვევთ: მეცნიერებს, მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს, რომელთა საქმიანობა არალეგალური ვაჭრობის, გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.

    საკონფერენციო თემატიკის შერჩევისას, მონაწილეებმა სასურველია კონცენტრაცია მოახდინონ, მაგრამ არ შეიზღუდონ, შემდეგი თემებით:

    1. სანქციები და არალეგალური ვაჭრობა

    • რუსეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გავლენა არალეგალური ბაზრების ზრდაზე
    • სავაჭრო მარშრუტების ადაპტაცია სანქციების თავიდან ასაცილებლად და მათი ფართო გეოპოლიტიკური შედეგები

    2. ალტერნატიული ეკონომიკური არხები

    • არალეგალური ვაჭრობის როლი პოლიტიკურ ან ეკონომიკურ იზოლაციაში მყოფი ქვეყნების ეკონომიკის შენარჩუნებაში
    • არალეგალური ბაზრების გამოყენების პრაქტიკული მაგალითების შესწავლა გეოპოლიტიკური კრიზისების დროს

    3. სააღსრულებო გამოწვევები

    • პოლიტიკური ზეწოლის გავლენა სავაჭრო სამართლის აღსრულების ეფექტიანობაზე
    • საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობა და კონფლიქტები

    4. ოფშორული კანონმდებლობის შედეგები

    • საქართველოს "ოფშორების შესახებ კანონის" კრიტიკული ანალიზი და მისი გავლენა არალეგალურ ფინანსურ საქმიანობაზე
    • კავშირები ოფშორულ „საგადასახადო სამოთხესა“და გლობალურ სავაჭრო დინამიკას, მათ შორის არალეგალური სავაჭრო ნაკადებს, შორის

    5. მედია და უკანონო ვაჭრობა

    • მედიის ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზი არალეგალური ვაჭრობის გაშუქების კონტექსტში
    • არალეგალური ვაჭრობის საზოგადოებრივი აღქმა

    6. ფართო გეოპოლიტიკური კონტექსტი

    • არალეგალური ვაჭრობა საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების ეკონომიკისა და პოსტ-კონფლიქტური რეკონსტრუქციის პირობებში
    • რეგიონალური სავაჭრო ქსელები და მათი მოწყვლადობა პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში

    გთხოვთ, გამოგზავნოთ აბსტრაქტი, ინგლისურ ენაზე (CV-თან ერთად), შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: n.mindiashvili@gipa.ge | research@gipa.ge