GIPA-ს სამართლის სკოლის სტუდენტების საერთაშორისო წარმატება

10 თებერვალი, 2025

GIPA-ს სამართლის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა Helga Pedersen Moot Court Competition-ის (HPMCC) რეგიონულ რაუნდში პირველი ადგილი მოიპოვეს!

ჩეხეთის რესპუბლიკაში გამართულ დაძაბულ შეჯიბრში, GIPA-მ ზეპირი გამოსვლების ჯამური ქულით, რეგიონული რაუნდი მოიგო!


ჩვენმა სტუდენტებმა ისეთი პრესტიჟული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან იასპარეზეს, როგორებიც არიან: Kings College London, Maastricht University, Riga Graduate School of Law და სხვა.

HPMCC არის ევროპის ყველაზე პრესტიჟული იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში და წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (სტრასბურგის სასამართლოს) სიმულაციას.

GIPA-ს გუნდის წევრები: სალომე ღორჯომელაძე, სალომე ბაკურაძე, ანი ლაზარაშვილი, თეზი ჯამრულიძე

GIPA-ს გუნდის მენტორი: თამთა შამათავა

ამ ნიშნის ქვეშ გავიმარჯვებთ!

In hoc signo vinces!