17 დეკემბერს, GIPA-ში, „კურიკულუმის განვითარება - ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა პოლიტიკის მეცნიერებაში (JoPScip)“ პროექტის ფარგლებში, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც ამასთანავე, Erasmus KA171-ისბენეფიციარების არიან. პროექტი განხილულ იქნა როგორც გრძელვადიანი თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა, რაც აღნიშნული ფორმატის (KA171) ფარგლებში დაიწყო და წარმატებულ KA2 - Capacity Building in Higher Education (CBHE) ინიციატივაში გადაიზარდა.
პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში პოლიტიკის მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ლიდერების აღზრდას, მმართველობის გაუმჯობესებასა და აქტიური მოქალაქეობის გაძლიერებას.
შექმნილი პროგრამა ავსტრიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ იქნება აკრედიტებული და სტუდენტებს „Multiple Degree” შესაძლებლობას მისცემს.