იუტაკა იამაუჩის მასტერკლასი მენეჯერებისათვის

22 ნოემბერი, 2024

როცა საკუთარ საქმიანობას ნამდვილ სერვისად აღვიქვამთ, ბევრი რამ იცვლება. რა გვჭირდება ასეთი ტრანსფორმაციისთვის? 

საერთაშორისო პრაქტიკასა და კულტურულ პერსპექტივებზე დაყრდნობით, იაპონელი სერვისის ექსპერტი იუტაკა იამაუჩი და GIPA გთავაზობთ მასტერკლასს, რომლის მიზანია სერვის მენეჯმენტის ტრანსფორმაციული ძალის გაცნობიერება. სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები, მომსახურების კონცეფციისა და სერვისის თეორიებზე დაყრდნობით, გადაიაზრებენ მომსახურების სტანდარტებს. 

არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მომსახურების სექტორში საქმიანობთ თუ მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ზრუნავთ, მასპინძლობის ინდუსტრიაში ხართ, საბანკოში, სადაზღვევოსა თუ ნებისმიერ სხვა ტიპის ორგანიზაციაში, მასტერკლასის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია ნებისმიერისთვის ფასეული იქნება. 

იაპონური, ამერიკული და ევროპული სერვისების მაგალითების მიხედვით, იუტაკა იამაუჩი მიმოიხილავს სერვისის კულტურულ პერსპექტივებს. იგი ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ ღირებულება არ მოიცავს მხოლოდ მატერიალურ სარგებელს, არამედ პროცესს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ახალი გზით გამოხატოს საკუთარი თავი.



შეხვედრის ბოლო ნაწილში ჩატარდება ჯგუფური სამუშაო, სადაც მონაწილეები გააანალიზებენ არსებულ სერვისებს და შექმნიან ინოვაციური იდეებს.


მასტერკლასის პროგრამა

ნაწილი 1: სერვისის მნიშვნელობა ყველა ბიზნესისთვის 
მომსახურება, როგორც ღირებულება ნებისმიერი ორგანიზაციისათვის 

ნაწილი 2: სერვისის კულტურა - მსოფლიო და ქართული გამოცდილება
იაპონური სუში კვლევებიდან დაწყებული ფრანგული ღვინის მაგალითებამდე – ჯგუფური მუშაობა ქართული სერვისის ანალიზისთვის 

ყავის შესვენება

ნაწილი 3: სერვისის მაკრო და მიკრო დონეები
ისტორიული სერვისების მაგალითები, როგორებიცაა "სტარბაქსი" და "უნიქლო"; რჩევები სერვისის კულტურის განვითარებისათვის 

ნაწილი 4: მომსახურების ტრანსფორმაციის გზები 
ჯგუფური სამუშაო შერჩეულ ქართულ სერვისებზე – ისტორიული კონტექსტის ანალიზი და თვითგამოხატვის ახალი გზები

ყველა სესიის შემდეგ გაიმართება შეჯამება კითხვა-პასუხის ფორმატში. 

მასტერკლასის ფასილიტატორი: პაატა პაპავა – GIPA-ს ტრენერი და Teamboat-ის თანადამფუძნებელი.

მასტერკლასის პარტნიორები: Teamboat, Silk Academy.

მასტერკლასის ენა: ინგლისური, თანმიმდევრული თარგმანით ქართულ ენაზე (ჯგუფურ სამუშაოებზე თარგმანი არ იქნება წარმოდგენილი). 

ღონისძიების დაწყებისა და დასრულების დრო: 11:00-15:00

ლოკაცია: სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია, რესპუბლიკის მოედანი 1, თბილისი.

სერტიფიკატი: მასტერკლასის დასრულების შემდეგ, 1 თვის ვადაში, გაიცემა მასტერკლასის დასრულების დამადასტურებელი ონლაინ სერტიფიკატი. 


ავტორის შესახებ: 
იუტაკა იამაუჩი - კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტის და ეკონომიკის  სამაგისტროსა და დიზაინის სკოლებში. მას აქვს კიოტოს უნივერსიტეტის მაგისტრის და ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში და UCLA-ს ანდერსონის სკოლის დოქტორი მენეჯმენტში. 2021 წლიდან იუტაკა არის კიოტოს უნივერსიტეტის მენეჯმენტის მაგისტრატურის სკოლის ლექტორი.

იუტაკა ამჟამად იკვლევს მომსახურების კულტურას — თუ როგორ წარმოაჩენენ სერვისები ორგანიზაციულ კულტურას ღირებულების შექმნისა და შეთანხმების პროცესში. კერძოდ, ის აანალიზებს მომსახურების ურთიერთქმედებას მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ეთნომეთოდოლოგიური თვალსაზრისით. სუშის რესტორნების გარდა, მან გაანალიზა ისეთი სერვისები, როგორიცაა სწრაფი კვება, იტალიური რესტორნები და ტანსაცმელი. მომსახურების კონცეფციის გადასამოწმებლად, სუშის რესტორნებსა და სხვა მომსახურებებზე ემპირიული კვლევის საფუძველზე, მან გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით "სერვისი, როგორც "ბრძოლა" - მომხმარებელთა ურთიერთქმედების შესწავლა. ასევე, მან მიმოიხილა კულტურული დიზაინი თავის წიგნში "ორგანიზაცია და საზოგადოების დიზაინი" (იამაუჩი, ჰირამოტო, სუგიმანი) განიხილა. აღნიშნული კვლევის საფუძველზე, იუტაკა კულტურული დიზაინის ახალ თეორიას ავითარებს. დაინტერესების შემთხვევაში, იხილეთ მისი TEDx გამოსვლა Service Design Show.

იუტაკა ამჟამად MBA სტუდენტებს ასწავლის ეთნოგრაფიას, როგორც მომსახურების გაგების, გაუმჯობესებისა და დიზაინის მეთოდს. ასევე, კიოტოს უნივერსიტეტის დიზაინის სკოლაში ორგანიზაციისა და საზოგადოების დიზაინისა და დიზაინის ეთნოგრაფიის კურსებს.


რეგისტრაცია და ღირებულება:

მასტერკლასის ღირებულება შეადგენს 150 ლარს. მასტერკლასზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეიძინოთ ბილეთი.

კორპორატიული ფასდაკლება: იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი კორპორატიული ფასდაკლებები:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*კორპორატიული ფასდაკლების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ: training@gipa.ge

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 2 დეკემბერი, 2024


საკონტაქტო: 
GIPA-ს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი 
595592301
training@gipa.ge